Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტი ახალ წელს უკრაინის


საქართველოს პრეზიდენტი ახალ წელს უკრაინის დედაქალაქში შეხვდა და შუაღამისას კიევიდან

საქართველოს პრეზიდენტი ახალ წელს უკრაინის დედაქალაქში შეხვდა და შუაღამისას კიევიდან
მიმართა საქართველოს მოსახლეობას, მიულოცა მას ახალი წელი და გასული წლის მიღწევები შეახსენა: [სააკაშვილის ხმა] "მე მინდა, რომ ახალმა წელმან დაგავიწყოთ, თუკი რაიმე ტკივილი და პრობლემა იყო გასულ წელს და შემოიტანოს თქვენს ოჯახში კიდევ მეტი სითბო და კიდევ მეტი სიხარული. მე მინდა თითოეულმა ჩვენგანმა შესვას უკეთესი მომავლის და საქართველოს გარდაუვალი, საბოლოო გამარჯვების სადღეგრძელო. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი. დიდება საქართველოს. გილოცავთ ახალ წელს". საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კიევში ჩაფრინდა და იქ უკრაინის ახალარჩეულ პრეზიდენტ ვიკტორ იუშჩენკოს შეხვდა. მიხეილ სააკაშვილი უპირველესად უკრაინის დედაქალაქში ე.წ. კარვების ბანაკს ეწვია, რომელიც კიევის ცენტრშია განლაგებული. აი, ასე შეხვდნენ სააკაშვილს უკრაინელები: [შეძახილები რუსულად] "საქართველო! საქართველო!.."
XS
SM
MD
LG