Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილი ახალ წელს უკრაინის


მიხეილ სააკაშვილი ახალ წელს უკრაინის დედაქალაქში შეხვდა და შუაღამისას კიევიდან მიმართა

მიხეილ სააკაშვილი ახალ წელს უკრაინის დედაქალაქში შეხვდა და შუაღამისას კიევიდან მიმართა
საქართველოს მოსახლეობას, მიულოცა მას ახალი წელი და გასული წლის მიღწევები შეახსენა: [მიხეილ სააკაშვილის ხმა] "მე მინდა, რომ ახალმა წელმა დაგავიწყოთ, თუკი რაიმე ტკივილი და პრობლემა იყო გასულ წელს და შემოიტანოს თქვენს ოჯახში კიდევ მეტი სითბო და კიდევ მეტი სიხარული. მე მინდა, თითოეულმა ჩვენგანმა შესვას უკეთესი მომავლის და საქართველოს გარდაუვალი, საბოლოო გამარჯვების სადღეგრძელო. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი. დიდება საქართველოს. გილოცავთ ახალ წელს". საქართველოს პრეზიდენტი კიევში გუშინ ჩაფრინდა და თავდაპირველად შეხვდა უკრაინის ამჟამინდელ პრეზიდენტს ლეონიდ კუჩმას, შემდეგ კი ეწვია უკრაინის დედაქალაქის ცენტრში გაშენებულ ე.წ. "კარვების ბანაკს", სადაც მას აღტაცებული შეძახილებით შეხვდნენ: [შეძახილები უკრაინულად] "საქართველო! საქართველო!.."
XS
SM
MD
LG