Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალი წლის ღამეს, უკრაინის ახალარჩეულმა


ახალი წლის ღამეს, უკრაინის ახალარჩეულმა პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ და საქართველოს პრეზიდენტმა

ახალი წლის ღამეს, უკრაინის ახალარჩეულმა პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ და საქართველოს პრეზიდენტმა
მიხეილ სააკაშვილმა კიევის ცენტრში, დამოუკიდებლობის მოედანზე შეკრებილ ასი ათასამდე ადამიანს მიმართეს: [ვიქტორ იუშჩენკოს ხმა] "პატივცემულო მეგობრებო! ღრმად მწამს, რომ ეს წელი, 2005, უკრაინას მსოფლიო რუკაზე ადგილს მიუჩენს. მჯერა, რომ უკვე დღეს უკრაინელობა მოდაშია, ლამაზი და მშვენიერია. გილოცავთ ახალ წელს! ბედნიერებას გისურვებთ!" დამოუკიდებლობის მოედანზე შეკრებილებს ასევე უკრაინულად მიმართა მიხეილ სააკაშვილმაც: [მიხეილ სააკაშვილის ხმა] "ევროპის მომავალი ბედი აქ, ამ მოედანზე წყდებოდა. ამ მოედანზე კეთილმა სძლია ბოროტს. თქვენ გაგვიცოცხლეთ წუთები, რომლებიც ჩვენს საკუთარ, საქართველოს რევოლუციაში გამოვცადეთ. ჩვენ, ქართველები, ვამაყობდით." გუშინვე, ახალი წლის დადგომამდე ცოტა ხნით ადრე, თავისი გადადგომის შესახებ გამოაცხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა და საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხებულმა კანდიდატმა ვიქტორ იანუკოვიჩმა. თუმცა, იანუკოვიჩმა თქვა, რომ პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს.
XS
SM
MD
LG