Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეიდან, 2005 წლის 1 იანვრიდან


დღეიდან, 2005 წლის 1 იანვრიდან ევროპის კავშირის მორიგე თავმჯდომარეობა

დღეიდან, 2005 წლის 1 იანვრიდან ევროპის კავშირის მორიგე თავმჯდომარეობა
ლუქსემბურგმა გადაიბარა. როგორც პრემიერ-მინისტრმა ჟან-კლოდ იუნკერმა განაცხადა, ამ ფუნქციის შესრულებისას, ლუქსემბურგის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა იქნება ევროპასა და აშშ-ს შორის ერაყის მოვლენების შედეგად გაუარესებული ურთიერთობის მოგვარება. მნიშვნელოვან საკითხთა შორის იუნკერმა დაასახელა, აგრეთვე, ბულგარეთისა და რუმინეთისთვის დახმარების აღმოჩენა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მზადების პროცესში; და თურქეთისთვის დახმარების გაწევა გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების დაწყებამდე დარჩენილ დროში. ევროპის კავშირში რუმინეთისა და ბულგარეთის მიღება 2007 წლის 1 იანვრისთვის არის დაგეგმილი, ხოლო თურქეთთან მოლაპარაკება მიმდინარე წლის 3 ოქტომბერს უნდა დაიწყოს.
XS
SM
MD
LG