Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში არ წყდება მეამბოხეთა შეიარაღებული


ერაყში არ წყდება მეამბოხეთა შეიარაღებული თავდასხმები, რომელთა მსხვერპლი დღეს 13 ადამიანი გახდა.

ერაყში არ წყდება მეამბოხეთა შეიარაღებული თავდასხმები, რომელთა მსხვერპლი დღეს 13 ადამიანი გახდა.
დაღუპულთა შორის არის ამერიკელი ჯარისკაცი, ლიბანელი ბიზნესმენი და ქალაქ ბაქუბის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. მისი მოკვლისთვის პასუხისმგებლობა იკისრა ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ, რომელსაც სათავეში უდგას იორდანიელი ტერორისტი აბუ მუსაბ ზარყავი. დღესვე ერთ-ერთ ისლამისტურ ინტერნეტგვერდზე გაჩნდა ვიდეოჩანაწერი, რომელზეც ზარყავის დაჯგუფების წევრები ხუთ ერაყელ გვარდიელს ჰკლავენ. ექსტრემისტები აფრთხილებენ ყველას, ვინც ამერიკელებთან თანამშრომლობს, რომ მათაც ასევე გაუსწორდებიან.
XS
SM
MD
LG