Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალი წლის ღამე თეთრად გაათენა


ახალი წლის ღამე თეთრად გაათენა დიდი ლიახვის ქართული სოფლების მოსახლეობამ.

ახალი წლის ღამე თეთრად გაათენა დიდი ლიახვის ქართული სოფლების მოსახლეობამ.
მიღებული ცნობების თანახმად, სეპარატისტთა კონტროლქვეშ მყოფი ტერიტორიიდან სოფელ თამარაშენის მიმართულებით ნახევარი საათის მანძილზე ისროდნენ მსხვილკალიბრიანი ცეცხლსასროლი იარაღით. ერთ-ერთი ნაღმი საცხოვრებელ სახლს მოხვდა, რის შედეგადაც სახლს ხანძარი გაუჩნდა. დაშავებით არავინ დაშავებულა. შიდა ქართლის რეგიონში პრეზიდენტის რწმუნებულმა მიხეილ ქარელმა მომხდარისთვის პასუხისმგებლობა დააკისრა არა მარტო თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ლიდერს ედუართ კოკოითის, არამედ შერეული სამშვიდობო ძალების სარდალს, გენერალ მარატ კულახმეტოვსაც.
XS
SM
MD
LG