Accessibility links

logo-print

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი სამხრეთი აზიაში ჩადის, სადაც ის ცუნამით დაზარალებულ რეგიონებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი სამხრეთი აზიაში ჩადის, სადაც ის ცუნამით დაზარალებულ რეგიონებს
სტუმრობს იმის გასარკვევად, თუ სად შეუძლია აშშ-ს დახმარება გაუწიოს მსხვერპლს. პაუელი მეთაურობს შტატების დელეგაციას, რომელშიც ფლორიდის გუბერნატორი ჯებ ბუშიც შედის ამ უკანასნკელს აქვს გამოცდილება სტიქიასთან ბრძოლისა. პაუელი ინდონეზიას, ტაილანდასა და შეიძლება, შრი ლანკას ესტუმროს.
სხვადასხვა ქვეყნიდან საზღვაო და საჰაერო გზით ჩადის დახმარება სამხრეთი აზიაში ცუნამით დაზარალებულ რეგინებში. ოკეანეში მიწისძვრის შედეგად გამოწვეულმა ცუნამიმ 127 ათასი ადამინის სიცოცხლე შეიწირა. იქ ჩააქვთ სურსათი, ცდილობენ გაწმინდონ სასმელი წყალი, სამედიცინო დახმარება გაუწიონ მილიონობით უსახლკაროდ დარჩენილ ადამიანს. ჯანმრთელობის დაცვის მუშაკები შიშობენ, რომ კატასტროფის რეგიოენში ბანაკებში ეპიდემიები შეიძლება გაჩნდეს. დაღუპული უცხოელ ტურისტების რიცხვი იზრდება. დადატურებულია საფრანგეთის 120, გერმანიის 60, შვეციის 59, რუსეთის 9 და დანიის 7 მოქალაქის სიკვდილი.
XS
SM
MD
LG