Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამშაბათს საღამოს თავდაცვის სამინისტროში ჟურნალისტებს


სამშაბათს საღამოს თავდაცვის სამინისტროში ჟურნალისტებს შეხვდა თავდაცვის მინისტრი ირაკლი

სამშაბათს საღამოს თავდაცვის სამინისტროში ჟურნალისტებს შეხვდა თავდაცვის მინისტრი ირაკლი
ოქრუაშვილი და განუცხადა, რომ ქართულ ჯარში მძიმე მდგომარეობაა, რომ ჯარისკაცებს კვლავაც მძიმე პირობებში უხდება სამსახური, რაშიც ოქრუაშვილი ბრალს სდებს კონკრეტულ პირებს, რომ სწორედ კერძო გამორჩენის მიზნით გაფორმებული ყალბი გარიგებების გამო მითვისებულ იქნა სახელმწიფო ფული, ყაზარმების მდგომარეობა კი არ გაუმჯობესებულა. მეტიც, ის ადრინელზე უარესია. ირაკლი ოქრუაშვილი არ მოერიდა კონკრეტული გვარების დასახელებასაც: [ოქრუაშვილის ხმა] "მე ყველა მასალა რამდენიმე დღის წინ გადავუგზავნე პროკურატურას და მინისტრის ყოფილი მოადგილე – პაატა გაფრინდაშვილი, არმიის განვითარების ფონდის დირექტორი აკაკი ჩხენკელი, სამინისტროს ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის უფროსი ვახტანგ ჭელიძე, გენშტაბის ინფრასტრუქტურის უფროსი – ამირან ხიდაშელი, შემდგომში იყო ვასიკო მარგალიტაძე. ინფრასტრუქტურის ერთ-ერთი ხელმძღვანელი თანამდებობის პირი – ხუციშვილი. ეს ადამიანები მე მინდა ერთი თვის განმავლობაში ვიხილო ციხეში ამ ადამიანებმა ქართული ჯარი ჩააყენეს იმაზე უარეს მდგომარეობაში, ვიდრე ჩვენ რევოლუციამდე გადმოვიბარეთ". რაც შეეხება რამდენიმე კვირის წინ პროტესტის ნიშნად რამდენიმე ათეული ჯარისკაცის მიერ მუხროვანის ბრიგადის დატოვების საფუძვლიანობას, ოქრუაშვილმა განაცხადა: [ოქრუაშვილის ხმა] "გაუსაძლისი პირობები არ იყო, მე ვიცი. მუხროვანის ნაწილი შემოდიოდა შინაგანი ჯარის შემადგენლობაში ჩემი მინისტრობის დროს შინაგან საქმეთა სამინისტროში. მე პირადად ყოველდღე ე.წ. "პრარაბის" როლში ავდიოდი და ყოველდღე ვხელმძღვანელობდი იქ მშენებლობას. ბუნებრივია, იქ დამთავრებული ყველაფერი არ არის. სასადილოა ერთადერთი გამონაკლისი. თუმცა, იქ ძველი სასადილო ნორმალურად ფუნქციონირებს. ასე რომ, მათი პრეტენზიები არ იყო მისაღები ჩვენთვის". ბრიფინგის მსვლელობისას თავდაცვის მინისტრმა არაერთ შეკითხვაზე პასუხისგან თავი შეიკავა და განაცხადა, რომ მათზე პასუხები გენერალური პროკურორის კომპეტენციაა.
XS
SM
MD
LG