Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში მოკლეს ბაღდადის პროვინციის გუბერნატორი


ერაყში მოკლეს ბაღდადის პროვინციის გუბერნატორი ალი ჰაიდარი. თავდამსხმელებმა

ერაყში მოკლეს ბაღდადის პროვინციის გუბერნატორი ალი ჰაიდარი. თავდამსხმელებმა
ბაღდადში ცეცხლი გაუხსნეს მანქანას, რომელშიც გუბერნატორი იჯდა. დაიღუპა ერთი პირადი მცველიც. ტაილანდში მყოფმა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა განაცხადა, რომ ტერორისტები და მკვლელები შტატებს ვერ შეაშინებენ: [პაუელის ხმა] "ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე, რომ ერაყში არიან მკვლელები და ტერორისტები, ყოფილი რეჟიმის ელემენტები, რომლებსაც არ სურთ, რომ ერაყში არჩევნები ჩატარდეს. მათ არ სურთ, რომ ერაყის ხალხმა თავად აირჩიოს თავისი ხელისუფლება, მათ სურთ დაბრუნება წარსულში, ტირანიასა და სადამ ჰუსეინის რეჟიმში, რაც არ მოხდება". გასული წლის მაისიდან მოყოლებული, როცა ერაყში შტატების მიერ დანიშნული მმართველი საბჭოს თავმჯდომარე მოკლეს, ალი ჰაიდარი ყველაზე მაღალი რანგის ერაყელი ჩინოსანია, რომელიც თავდამსხმელთა მსხვერპლი გახდა. სამშაბათსვე ბაღდადში აფეთქების შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა და 50 დაშავდა.
XS
SM
MD
LG