Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქმენეთის პრეზიდენტის - საფარმურატ ნიაზოვის


თურქმენეთის პრეზიდენტის - საფარმურატ ნიაზოვის თანახმად, თურქმენეთის ბუნებრივ აირზე

თურქმენეთის პრეზიდენტის - საფარმურატ ნიაზოვის თანახმად, თურქმენეთის ბუნებრივ აირზე
ფასის აწევას შეერთებული შტატების დოლარის კურსის ვარდნამ შეუწყო ხელი. [ნიაზოვის ხმა] "რა თქმა უნდა, ეს პოლიტიკური მიზნით არ გაგვიკეთებია. მოლაპარაკებათა პროცესში შევთანხმდით, რომ დოლარის ფასი ცოტათი დაეცა. 35 პროცენტით დაეცა, ბოლოს და ბოლოს". გუშინ უკრაინის ბუნებრივი აირისა და ნავთობის მთავარმა კომპანიამ ნიაზოვთან ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი, რომელიც ათას კუბურ მეტრ აირზე ფასს 58 დოლარით განსაზღვრავს. დღემდე აირის იგივე მოცულობას თურქმენეთი 44 დოლარად ყიდდა. იგივე გარიგებას სთავაზობე ნიაზოვი რუსეთსაც. ნიაზოვისავე თქმით, თურქმენეთი კვლავაც ტრანს-ავღანური მილსადენის დიდი იმედი აქვს. ამ გზით მას ბუნებრივი აირის პაკისტანსა და ინდოეთში ექსპორტირება სურს.
XS
SM
MD
LG