Accessibility links

logo-print

პალესტინის ლიდერი მაჰმუდ აბასი ისრაელს


პალესტინის ლიდერი მაჰმუდ აბასი ისრაელს "სიონისტ მტერს" უწოდებს. მაჰმუდ აბასი პალესტინის

პალესტინის ლიდერი მაჰმუდ აბასი ისრაელს "სიონისტ მტერს" უწოდებს. მაჰმუდ აბასი პალესტინის
პრეზიდენტობის მთავარი კანდიდატია. არჩევნები იქ კვირას ტარდება. აბასის კომენტარი ისრაელი სამხედროების მიერ ღაზის სექტორში მდებარე მარწყვის პლანტაციაში 7 პალესტინელის მოკვლას მოჰყვა. ისრაელთა თავდასხმა კი პასუხი გახლდათ პალესტინელთა მხრიდან ცეცხლზე, რომლის შედეგადაც ებრაელები დაიჭრნენ. წინასაარჩევნო კამპანიისას აბასმა განაცხადა, ციტატა: "პალესტინელები ლოცულობენ იმ წამებულთა სულებისთვის, რომლებიც სიონისტი მტრის ტყვიამ იმსხვერპლა". ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი სილვან შალომი ამ გამონათქვამის გამო აკრიტიკებს აბასს: [შალომის ხმა] "ის ახლა იყენებს ტერმინებს, რომლებიც დიდი ხანია აღარ გაჟღერებულა. მიგვაჩნია, რომ არჩევნების დროს და საარჩევნო კამპანიის წარმოებისასაც კი მას არ აქვს მსგავსი განცხადებების გაკეთების უფლება".
XS
SM
MD
LG