Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის წევრ ქვეყნებში დღეს სამწუთიანი


ევროკავშირის წევრ ქვეყნებში დღეს სამწუთიანი დუმილით პატივი მიაგეს აზიაში ცუნამის მსხვერპლთა ხსოვნას.

ევროკავშირის წევრ ქვეყნებში დღეს სამწუთიანი დუმილით პატივი მიაგეს აზიაში ცუნამის მსხვერპლთა ხსოვნას.
ცენტრალური ევროპის დროით 12 საათზე მუშაობა შეჩერდა
მატარებლის სადგურებზე, ოფისებში, საფინანსო ბირჟებზე... ბრიუსელში, სადაც ევროკავშირის მთავარი უწყებებია განთავსებული, ეკლესიების ზარების რეკვა ისმოდა.[ზარის ხმა] ევროკავშირის უწყებების შენობებზე დროშები, გლოვის ნიშნად, ნახევრად ჩამოშვებული იყო, ტელევიზია და რადიო სამგლოვიარო მუსიკას უკრავდა, ან სამწუთიანი დუმილის ამსახველ სცენებს აჩვენებდა. ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყანა ლუქსემბურგი გამოვიდა სამწუთიანი დუმილის ინიციატივით.
XS
SM
MD
LG