Accessibility links

ვიქტორ იუშჩენკომ და მიხეილ სააკაშვილმა


ვიქტორ იუშჩენკომ და მიხეილ სააკაშვილმა ხელი მოაწერეს უკრაინისა და საქართველოს ლიდერთა "კარპატულ დეკლარაციას".

ვიქტორ იუშჩენკომ და მიხეილ სააკაშვილმა ხელი მოაწერეს უკრაინისა და საქართველოს ლიდერთა "კარპატულ დეკლარაციას".
როგორც იუწყებიან, უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატმა და საქართველოს პრეზიდენტმა დეკლარაციას ხელი მოაწერეს ლვოვის ოლქში მდებარე დაბა ტისოვცში. როგორც დეკლარაციაშია ნათქვამი, ორმა ხალხმა "მთელს მსოფლიოს უჩვენა, რომ თავისუფლება და დემოკრატია ხალხის ნებაა და სამართლიანი არჩევნები სახელმწიფო მანქანაზე, როგორი ძლიერი და სასტიკიც უნდა იყოს, უფრო ძლიერია". იუშჩენკო და სააკაშვილი გამოთქვამენ რწმენას, რომ უკრაინის და საქართველოს "რევოლუციები ევროპის გათავისუფლების ახალი ტალღაა, რომელსაც ევროპის კონტინენტზე თავისუფლების და დემოკრატიის საბოლოო გამარჯვება" მოჰყვება.
XS
SM
MD
LG