Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო იუწყება, რომ აზიაში ცუნამით


გაერო იუწყება, რომ აზიაში ცუნამით დაზარალებულებისათვის დაპირებულმა დახმარებამ 3-დან 4-მდე მილიარდ დოლარს მიაღწია.

გაერო იუწყება, რომ აზიაში ცუნამით დაზარალებულებისათვის დაპირებულმა დახმარებამ 3-დან 4-მდე მილიარდ დოლარს მიაღწია.
ამის შესახებ ცნობა გაავრცელა გაეროს საგანგებო დახმარების კოორდინატორმა იან ეგელანდმა მას შემდეგ, რაც ავსტრალიამ დახმარება 760 მილიონ დოლარამდე, გერმანიამ - 668 მილიონ დოლარამდე გაზარდა. ეგელანდმა ამ თანხებს “დაუჯერებელი" უწოდა და იმედი გამოთქვა, რომ ცუნამის მსხვერპლისადმი გამოჩენილი ხელგაშლილობა გახდება საფუძველი უკეთესი მომავლისთვის. იუწყებიან აგრეთვე, რომ იაპონია ცუნამით დაზარალებულ ქვეყნებს 500 მილიონი დოლარით, შეერთებული შტატები - 350 მილიონი დოლარით დაეხმარება.
XS
SM
MD
LG