Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში თვითმკვლელი მოიერიშეების მიერ მოწყობილმა


ერაყში თვითმკვლელი მოიერიშეების მიერ მოწყობილმა სამმა აფეთქებამ დღეს, სულ ცოტა, 21 ადამიანი მოკლა.

ერაყში თვითმკვლელი მოიერიშეების მიერ მოწყობილმა სამმა აფეთქებამ დღეს, სულ ცოტა, 21 ადამიანი მოკლა.
ბაღდადის სამხრეთით მდებარე ქალაქ ჰილაში დაიღუპა 13 და დაიჭრა 25 ადამიანი პოლიციის აკადემიასთან ავტომანქანის აფეთქების შედეგად. ბაკუბაში აფეთქებამ 5 პოლიციელის სიცოცხლე შეიწირა, დაიჭრა 8 ადამიანი. ბაღდადში კი აფეთქებამ, რომელიც, როგორც ჩანს, მიმართული იყო ამერიკული სამხედრო ბადრაგის წინააღმდეგ, 2 ერაყელი სამოქალაქო პირი მოკლა. დღესვე ერაყის გარდამავალი პერიოდის მთავრობის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა იად ალაუიმ დაადასტურა თავისი პოზიცია, რომ მიზანშეწონილად მიაჩნია ერაყში საყოველთაო არჩევნების გეგმისამებრ, 30 იანვარს გამართვა.
XS
SM
MD
LG