Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი


საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი უდანაშაულობის პრეზუმპციის დარღვევაში დაადანაშაულეს.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი უდანაშაულობის პრეზუმპციის დარღვევაში დაადანაშაულეს.
ამ ბრალდებით გამოვიდა სამხედრო მოსამსახურეთა უფლებების დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციის "ასოციაცია "სამართალი და თავისუფლება" წარმომადგენელი ირაკლი სესიაშვილი. როგორც სესიაშვილმა საინფორმაციო სააგენტო "ინტერ-პრესს" უთხრა, თავდაცვის მინისტრს გამოძიების დასრულებმადე კორუფციაში ეჭვმიტანილი სამხედრო მაღალჩინოსნების გვარების დასახელებისგან თავი უნდა შეეკავებინა. ლაპარაკია ირაკლი ოქრუაშვილის გუშინდელ განცხადებაზე, რომ ის ისურვებდა, კორუფციაში ეჭვმიტანილი ზოგი პირი, რომელთა ვინაობაც მინისტრმა დაასახელა, უახლოეს ერთ თვეში ციხეში იხილოს. რაც შეეხება ირაკლი ოქრუაშვილის მიერ დასახელებულ დარღვევებს (ყაზარმების მშენებლობასთან დაკავშირებით დაფიქსირებულ დარღვევებსა და კორუფციის ფაქტებს), სესიაშვილმა აღნიშნა, რომ ამ დარღვევების შესახებ მისი ორგანიზაცია თითქმის ერთი წელია, საუბრობს და ოფიციალური მონიტორინგის შედეგებიც გამოაქვეყნებული აქვს.
XS
SM
MD
LG