Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კიევიდან


საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კიევიდან თბილისში დაბრუნდა და სახელმწიფო კანცელარიაში დაიბარა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კიევიდან თბილისში დაბრუნდა და სახელმწიფო კანცელარიაში დაიბარა
ყოფილი და ამჟამინდელი თავდაცვის მინისტრები - გიორგი ბარამიძე და ირაკლი ოქრუაშვილი. ამ შეხვედრას წინ უძღოდა ოქრუაშვილის მიერ თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნებისთავის კორუფციის ბრალდებების წაყენება, რასაც დღეს მოჰყვა გიორგი ბარამიძის მკაცრი გამოხმაურება. ბარამიძემ, რომელიც ამჟამად არის სახელმწიფო მინისტრი ევროინტეგრაციის საკითხებში, ოქრუაშვილის 4 იანვრის საჯარო განცხადებას "აბსურდი" უწოდა. რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტის რეაქციას, მან ხუთშაბათს ბარამიძესთან და ოქრუაშვილთან საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ მთავრობის წევრებმა პრაზიდენტის საქართველოდან დროებით გამგზავრების შემდეგ "კინკლაობა და ცელქობა" დაიწყეს. [სააკაშვილის ხმა] "პრესკონფერენციებით ლაპარაკი ნორმალურ მთავრობებში არ ხდება. ეს ხდებოდა ჩემი წინამორბედის მთავრობაში და იმიტომაც დაემხო თავზე ქვეყანა. მე ამის მოთმენას არ ვაპირებ. ორივე ხართ ჩემი მეგობრები, ახლობლები. ორივეს ძალიან გაფასებთ. მაგრამ არა მარტო ამას უნდა დაესვას წერტილი, არამედ ბატონ ზურაბს (ჟვანიას) მინდა ვთხოვო: თუ მომავალში რომელიმე მინისტრს გაუჩნდება ცდუნება, მთავრობის შიგნით ურთიერთობები ჯერ გაარკვიოს პრეს-კონფერენციებით და მერე საქმიან ვითარებაში, კარები ყველასთვის ღიაა: სადაც უნდათ, იქ წავიდნენ." მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, დღევანდელმა ხელისუფლებამ აქამდე წარმატებების მიღწევა ერთიანობით მოახერხა და მთავრობის თითოეული წევრი ხალხის წინაშე არის ვალდებული, ჩვეული გუნდური პრინციპით გააგრძელონ საქმიანობა. როგორც პრეზიდენტთან გამართული თათბირის შემდეგ ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა, ინციდენტი მასსა და თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ამჟამად ვიცე-პრემიერ გიორგი ბარამიძეს შორის ამოწურულია. თავდაცვის სამინისტროში ბარამიძის დროს არსებული კორუფციის შესახებ მისი ბრალდებების საფუძვლიანობას კი პროკურატურა განსაზღვრავს.
გიორგი ბარამიძის თქმით, ირაკლი ოქრუაშვილს მცდარი ინფორმაცია მიაწოდეს, თუმცა იგი წინააღმდეგი არ არის პროკურატურამ აღნიშნულ ბრალდებებზე გამოძიება დაიწყოს."
XS
SM
MD
LG