Accessibility links

logo-print

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საჭიროდ


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საჭიროდ მიიჩნია გამოხმაურებოდა საქართველოს ხელისუფლების მიერ

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საჭიროდ მიიჩნია გამოხმაურებოდა საქართველოს ხელისუფლების მიერ
რუსეთ-საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით 2002 წლის აგვისტოში დაკავებული ჩეჩნების გათავისუფლების ფაქტს. რუსეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ კომენტარში ნათქვამია: "რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, რუსეთის სამართალდამცავ ორგანოებს სერიოზული საკითხები დარჩათ გასარკვევი იმ ჯგუფის მიმართ, რომლის წევრებსაც, როგორც იტყობინებიან, უახლოეს მომავალში თავისუფლება მიენიჭებათ.ამ კონტექსტში არ შეიძლება არ გავიხსენოთ, რომ არსებული მონაცემენით, საქართველოში თავს აფარებენ რუსეთის ტერიტორიაზე დანაშაულის ჩადენაში ბრალდებული სხვა პირებიც. ამ ფონზე არ შეგვიძლია, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებისთვის ხელშემწყობად განვიხილოთ".
XS
SM
MD
LG