Accessibility links

დიდი შვიდეულის ქვეყნების ფინანსთა მინისტრები


დიდი შვიდეულის ქვეყნების ფინანსთა მინისტრები შეთანხმდნენ, რომ ინდოეთის ოკეანეში ამოვარდნილი

დიდი შვიდეულის ქვეყნების ფინანსთა მინისტრები შეთანხმდნენ, რომ ინდოეთის ოკეანეში ამოვარდნილი
ცუნამის შედეგად დაზარალებულ ქვეყნებს დაუყოვნებლივ გაუყინონ საგარეო ვალები. ამის შესახებ პარასკევს ლონდონში ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრმა გორდონ ბრაუნმა განაცხადა და დასძინა, რომ მომავალ კვირაში დაგეგმილ პარიზის კლუბის ქვეყნების წარმომადგენელთა შეკრებაზე "დიდი შვიდეული" შეეცდება ვალების გაყინვაზე ყველა კრედიტორი ქვეყნის თანხმობას მიაღწიოს. ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო, ჯანდაცვისა და განვითარების მინისტრებმა სხვა საკითხებთან ერთად სამხრეთი აზიის აღდგენით სამუშაოებში ბლოკის მონაწილეობის საკითხიც განიხილეს. ბრიტანეთის ევროპის საკითხთა მინისტრმა დენის მაკშეინმა ამის თაობაზე განაცხადა: [მაკშეინის ხმა] "ევროკავშირი უკვე ყველაზე დიდი დონორია – ყველა ქვეყანამ ერთად 1,5 მილიარდი დოლარი ევროს გაღებაზე მზადყოფნა განაცხადა, ცალკე ევროკომისიამ კი 450 მილიონი ევრო გამოყო. ეს ძალიან კარგი დასაწყისია. დღეს ჩვენ უნდა ვისაუბროთ აღდგენაზე, იმაზე, თუ როგორ შევუმსუბუქოთ ამ ქვეყნებს საგარეო ვალების სიმძიმე და იმაზეც, თუ როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ ამ ქვეყნებს აღადგინონ ეკონომიკის სტაბილურობა". ინდონეზიის აჩეს პროვინციაში იმოგზაურა გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა და აღნიშნა, რომ ის შეძრწუნებულია ნგრევის მასშტაბით.
XS
SM
MD
LG