Accessibility links

logo-print

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მიაჩნია


რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მიაჩნია, რომ უკრაინის ლიდერებმა ახლა ყურადღება ეკონომიკურ

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მიაჩნია, რომ უკრაინის ლიდერებმა ახლა ყურადღება ეკონომიკურ
განვითარებაზე უნდა გაამახვილონ და თავი უნდა დაანებონ საარჩევნო კამპანიის რიტორიკის გაგრძელებას მას შემდეგ, რაც საპრეზიდენტო არჩევნები დასრულდა. პუტინი 7 იანვარს თავის მოსკოვის ახლოს მდებარე სახლში უკრაინის პარლამენტის სპიკერ ვოლოდიმირ ლიტვინს შეხვდა და კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ უკრაინა და რუსეთი ერთმანეთთან მჭიდროდ არიან დაკავშირებული ეკონომიკური და ადამიანური თვალსაზრისითაც. შეგახსენებთ, რომ ხუთშაბათს უკრაინის უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა პრეზიდენტობის კანდიდატ ვიკტორ იანუკოვიჩის სარჩელი. უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისია სწორედ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდა და მომავალ კვირაში არჩევნების საბოლოო შედეგებს გამოაქვეყნებს.
XS
SM
MD
LG