Accessibility links

პალესტინის პრეზიდენტობის კანდიდატი მაჰმუდ აბასი


პალესტინის პრეზიდენტობის კანდიდატი მაჰმუდ აბასი აცხადებს, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში

პალესტინის პრეზიდენტობის კანდიდატი მაჰმუდ აბასი აცხადებს, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში
პრემიერ-მინისტრად აჰმედ ყურეის დანიშნავს. შეგახსენებთ, პალესტინის პრეზიდენტის არჩევნები კვირას, 9 იანვარს ჩატარდება. პარასკევს იქ წინასაარჩევნი კამპანიის ბოლო დღე იყო. მაჰმუდ აბასიცა და აჰმედ ყურეიც ზომიერი პოზიციის მქონე პოლიტიკოსებად ითვლებიან, რომლებიც ისრაელთან სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებას უჭერენ მხარს. ისინი ორივე პალესტინის ყოფილ ლიდერის იასერ არაფატის გარემოცვიდან არიან. თუმცა, ხშირად ჰქონდათ უთანხმოება არაფატთან იმის გამო, რომ პალესტინის ლიდერი წინააღმდეგი იყო იმისა, რომ დემოკრატიული რეფორმები გაეტარებინა, რაც მისი ოპონენტების მიერ შეიარაღებული დაჯგუფებების მხრიდან ძალადობის აღკვეთის მნიშვნელოვან ბერკეტად განიხილებოდა. არაფატმა გასული წლის მეორე ნახევარში აჰმედ ყურეი პრემიერ-მინისტრად დანიშნა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ამ პოსტიდან მაჰმუდ აბასი გადადგა, ვინაიდან მას არ მიეცა რეფორმების გატარების საშუალება. როგორც გამოკითხვების შედეგები აჩვენებს, კვირის არჩევნებში მაჰმუდ აბასი იოლად შეძლებს თავის 6 კონკურენტზე გამარჯვების მოპოვებას.
XS
SM
MD
LG