Accessibility links

logo-print

შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი ჯიმი


შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი ჯიმი კარტერი, რომელიც ხვალ პალესტინაში დაგეგმილი საპრეზიდენტო

შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი ჯიმი კარტერი, რომელიც ხვალ პალესტინაში დაგეგმილი საპრეზიდენტო
არჩევნების მეთვალყურეთა მისიას უდგას სათავეში, პრეზიდენტობის უმთავრეს კანდიდატ მაჰმუდ აბასს შეხვდა. წინასწარი ინფორმაციით, მას აბასისთვის უნდა გადაეცა ისრაელის ხელისუფლების მხრიდან გაფრთხილება საზღვრის გადაკვეთის რეჟიმის შემსუბუქების შესახებ გადაწყვეტილების შეცვლის თაობაზე. ისრაელს მიაჩნია, რომ საგუშაგოებზე რეჟიმის შემსუბუქებით რაც პალესტინის არჩევნებისვის მზადებას უკავშირდება, პალესტინელი მეამბოხეები სარგებლობენ. საქმე ის არის, რომ პარასკევს ქალაქ ნაბლუსთან ახლოს პალესტინელმა შეიარაღებულმა პირმა ისრაელი ჯარისკაცი მოკლა. საერთაშორისო მეთვალყურეებმან დღეს დასავლეთ ნაპირსა და ღაზის სექტორში მდებარე ისრაელ სამხედროთა საგუშაგოები მოინახულეს, რომ საკუთარი თვალით ენახათ მართლაც შემსუბუქდა თუ არა მათზე მოძრაობა. პალესტინის მთავრობის წევრ საებ ერეკატს მიაჩნია, რომ არაფერი შეცვლილა: [ერეკატის ხმა] "მე მოვუწოდებ ისრაელის მთავრობას შეასრულოს დანაპირები და გაიყვანოს სამხედროები და მოაშოროს თავისი საგუშაგოები იმისათვის, რომ ჩვენ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება შევძლოთ". ღაზის ერთ-ერთ საგუშაგოზე შაბათს ასობით მანქანა ელოდა გავლას. მოძრაობა ისრაელი ჯარისკაცის მიერ პალესტინელი მამაკაცის მკვლელობის გამო შეჩერდა. ისრაელი სამხედროების თქმით, მათ ცეცხლი გაუხსნენ ქვეით შეიარაღებულ მამაკაცს, რომელიც მათ უახლოვდებოდა.
XS
SM
MD
LG