Accessibility links

logo-print

გაეროს სასურსათო პროგრამის აღმასრულებელი დირექტორი


გაეროს სასურსათო პროგრამის აღმასრულებელი დირექტორი ჯეიმს მორისი აცხადებს, რომ გაერო შეუდგა სამხრეთ აზიაში

გაეროს სასურსათო პროგრამის აღმასრულებელი დირექტორი ჯეიმს მორისი აცხადებს, რომ გაერო შეუდგა სამხრეთ აზიაში
ცუნამის კატასტროფას გადარჩენილი 2 მილიონამდე ადამიანის სურსათით უზრუნველყოფას. მთლიანად პროგრამა 180 მილიონი დოლარი დაჯდება და ძირითადად ფეხმძიმე ქალებზე, მეძუძურ დედებსა და ბავშვებზე იქნება ორიენტირებული: [მორისის ხმა] "ჩვენ ვგეგმავთ 6 თვის მანძილზე სურსათი მივაწოდოთ იმათ, ვინც ცუნამის კატასტროფით დაზარალდა. იმედი მაქვს, ექვსი თვის შემდეგ საშუალება მოგვეცემა სურსათით დახმარების პროგრამა სურსათი-სამუშაოს სანაცვლოს პროგრამებით შევცვალოთ, როცა ოჯახებსა და ადამიანთა უფრო დიდ ჯგუფებს ცხოვრების პირობების აღდგენის პროცესში სურსათით დავეხმარებით." მორისი და გაეროს გენერალური მდივანი კოფი ანანი პარასკევს ინდონეზიის აჩეს პროვინციას ეწვივნენ. შაბათს კი ანანმა შვეულმფრენით შრი ლანკის სტიქიით განადგურებული ადგილები დაათვალიერა. შრი ლანკაში 30 ათასამდე ადამიანი დაიღუპა. ანანმა შრი ლანკაში ყოფნისას ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრს განუცხადა: [ანანის ხმა] "ეს არის ლამაზი ქვეყანა. მე ვნახე მისი განადგურებული ნაწილები, მაგრამ ასევე დავინახე ამ ქვეყნის სილამაზე. ცხადია, ჩვენ უნდა ვითანამშრომლოთ შრი ლანკის მთავრობასთან დანგრეულის აღსადგენად. მე მოვიხიბლე თქვენი ქვეყნის სილამაზით, ბატონო პრემიერ-მინისტრო".
XS
SM
MD
LG