Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩრდილოეთი ევროპის ერთ ნაწილს შაბათს


ჩრდილოეთი ევროპის ერთ ნაწილს შაბათს ქარიშხალმა და ძლიერმა წვიმამ გადაუარა. სულ ცოტა სამი ადამიანი

ჩრდილოეთი ევროპის ერთ ნაწილს შაბათს ქარიშხალმა და ძლიერმა წვიმამ გადაუარა. სულ ცოტა სამი ადამიანი
დაიღუპა დანიაში, ორი შვედეთში. 130 ათასი ოჯახი შევდეთში ელექტროენერგიის გარეშე აღმოჩნდა. დაიკეტა რამდენიმე აეროპორტი და მთავარი ხიდები. მეტეოროლოგების ცნობით ზოგიერთ ადგილას ქარის სიჩქარე საათში 120 კილომეტრი იყო. ბრიტანეთში, შოტლანდიის სამხრეთდასავლეთში ბორანი, რომელზეც 100 მგზავრი იმყოფებოდა, ნაპირს შეეჯახა. პრაღაში კი, 8 იანვარს გასაოცრად დათბა. მეტეოროლოგთა თანახმად, ჰაერის ტემპერატურამ წელიწადის ამ მონაკვეთისთვის რეკორდულ სითბოს მიაღწია და 13,7 გრადუსი შეადგინა.
XS
SM
MD
LG