Accessibility links

logo-print

უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისია ჯერ


უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისია ჯერ ვერ აკეთებს განცხადებას კვირას გამართული საპრეზიდენტო არჩევნების

უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისია ჯერ ვერ აკეთებს განცხადებას კვირას გამართული საპრეზიდენტო არჩევნების
საბოლოო შედეგებზე. კომისიის პრეს-მდივნის განმარტებით, ამის მიზეზია ის, რომ არჩევნების შემდეგ კომისიის საქმიანობა გასაჩივრებულ იქნა და ყველა საჩივრის განხილვამდე კანონი კრძალავს არჩევნების შედეგის გამოცხადებას. უკრაინის უზენაესი სასამართლო ორშაბათს განიხილავს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ვიქტორ იანუკოვიჩის სარჩელს, რომელიც ეხება - იანუკოვიჩის შეფასებით - დარღვევებს ივანო-ფრანკივსკის რაიონში. საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, იანუკოვიჩი არჩევნებში დამარცხდა და გამარჯვება მოიპოვა ოპოზიციის მეთაურმა ვიქტორ იუშჩენკომ.
XS
SM
MD
LG