Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა


გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა შრი ლანკაში მალე დაბრუნებისა და იქ ყველა რეგიონის მონახულების სურვილი გამოთქვა.

გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა შრი ლანკაში მალე დაბრუნებისა და იქ ყველა რეგიონის მონახულების სურვილი გამოთქვა.
ანანი ამ განცხადებით გამოვიდა შრი ლანკის დედაქალაქ კოლომბოში, ვიდრე იქიდან მალდივის კუნძულებზე გაემგზავრებოდა. მანამდე კოფი ანანმა მოინახულა შრი ლანკაზე ცუნამით დაზარალებული რეგიონები, მაგრამ მის ვიზიტს თან ახლდა ცნობები, რომ მთავრობამ ანანს არ მისცა საშუალება, ჩასულიყო ჩრდილოეთის რეგიონებში, რომელთაც ტამილელი მემაბოხეები აკონტროლებენ. ცუნამით ასევე დაზარალებულ ტაილანდში კი დღეს ეკლესიაში წირვას დაესწრო გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოშკა ფიშერი. გასული თვის მიწურულს წყალქვეშა მიწისძვრით გამოწვეულმა ცუნამიმ აზიაში 150 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
XS
SM
MD
LG