Accessibility links

logo-print

ირანის განცხადებით, მან ატომური ენერგიის


ირანის განცხადებით, მან ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისცა უფლება,

ირანის განცხადებით, მან ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისცა უფლება,
შეამოწმოს გარემო პარჩინის სამხედრო კომპლექსის გარშემო. უცხოეთში გამოთქვამენ ეჭვს, რომ პარჩინში ირანი ბირთვული შეიარაღების პროგრამაზე მუშაობს. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივნის განმარტებით, საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტებს არ შეუშვებენ სამხედრო ობიექტზე და არ შეამოწმებინებენ სამხედრო აღჭურვილობას. მაგრამ ირანი თანახმაა, ექსპერტებმა შეამოწმონ კოპლექსის გამწვანებული მოედნები, რათა დარწმუნდნენ, რომ ირანში მხოლოდ სამშვიდობო ბირთვულ პროგრამაზე მუშაობენ. პარჩინის სამხედრო კომპლექსი თეირანის სამხრეთ-აღმოსავლეთით, 30 კილომეტრში მდებარეობს.
XS
SM
MD
LG