Accessibility links

logo-print

7 უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა სამხრეთ


7 უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა სამხრეთ ერაყში საავიაციო ბომბების დატვირთვისას.

7 უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა სამხრეთ ერაყში საავიაციო ბომბების დატვირთვისას.
დაიღუპა ერთი ყაზახი ჯარისკაციც. ამის შესახებ განცხადება უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ გააკეთა. ერაყშივე თვითმკვლელმა მოიერიშემ მანქანა დააჯახა ერაყის პოლიციისა და არმიის საკონტროლო-გამშვებ პუნქტს ქალაქ იუსუფიაში, მოკლა 2 პოლიციელი და 2 სამოქალაქო პირი. ჩრდილოეთი ერაყის ქალაქ სამარაში პოლიციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მოჰამედ ბადრი მოკლეს, ბაღდადში კი ბომბის აფეთქების შედეგად ერთი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG