Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“პრესკონფერენციებით ლაპარაკი ნორმალურ ქვეყანაში არ ხდება”

გიორგი კაკაბაძე, თბილისი ახალი წლის პირველ კვირაში საქართველოს პრესამ არაერთი საინტერესო საკითხი გააშუქა. მათ შორის საკმაოდ ბევრი ნამდვილად არ შეესაბამებოდა საახალწლო განწყობას.

ასეთია თუნდაც წერილები საქართველოს თავდაცვის სამინისტროში აღმოჩენილი დარღვევებისა თუ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ.

ახალი წლის პირველი კვირის მთავარი პოლიტიკური სენსაცია თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის ბრიფინგს დაუკავშირდა. 5 იანვრის გაზეთ “ახალი თაობის” თქმით, “პრეზიდენტმა სააკაშვილმა თავდაცვის მინისტრად დანიშნულ ირაკლი ოქრუაშვილს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მისია დააკისრა. ქვეყნის მთლიანობის აღდგენამდე ირაკლი ოქრუაშვილი თავდაცვის სამინისტროში “გამწმენდი” სამუშაოების ჩატარებას აპირებს.”

გაზეთი წერს: “დღევანდელი მდგომარეობით, ოქრუაშვილს დაჭერის უფლება არა აქვს. ამის მიუხედავად, გუშინ მან რამდენიმე ჩინოსნის დაკავება მოითხოვა. ოქრუაშვილის აზრით, ეს ის ხალხია, ვინც ქართული არმია იმაზე მძიმე დღეში ჩააგდო, ვიდრე რევოლუციამდე იყო.

ეს ყველაფერი კი იმას ნიშნავს, რომ ახალ, 2005 წელს დაჭერების ახალი სეზონი დაიწყება. თავდაცვის მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილის მიერ გუშინ გაკეთებული განცხადება ნამდვილად იძლევა იმის პირობას, რომ რამდენიმე მაღალჩინოსანი გისოსებს მიღმა აღმოჩნდება.”

როგორც 6 იანვრის გაზეთი “24 საათი” გვამცნობს, “ირაკლი ოქრუაშვილმა გენერალურ პროკურატურას თავდაცვის უწყებაში არსებული ფინანსური დარღვევების შესწავლა, ფინანსურ მაქინაციებში ეჭვმიტანილ დამნაშავეთა გამოვლენა და მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეების აღძვრა მოსთხოვა.”

გაზეთი წერს: “თავდაცვის მინისტრის განცხადებით, საქმე ეხება ყაზარმების მშენებლობასთან დაკავშირებით დაფიქსირებულ დარღვევებს და კორუფციის ფაქტებს, რაშიც თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე პაატა გაფრინდაშვილი, ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის თავმჯდომარე ვასილ მარგალიტაძე, მისი მოადგილე მერაბ ხიდაშელი და დავით თევზაძის მინისტრობის დროინდელი ლოგისტიკის დეპარტამენტის თავმჯდომარე თემურ ლორია მონაწილეობდნენ.

ოქრუაშვილის განმარტებით, სამხედრო ყაზარმებში ჩატარებულ სარემონტო სამუშაოებზე, რეალურად, ნაკლები თანხებია დახარჯული, ოფიციალურ დოკუმენტებში კი “გაბერილი” ციფრებია მითითებული.
აღიძვრება თუ არა სისხლის სამართლის საქმეები თავდაცვის ყოფილი მინისტრების - დავით თევზაძისა და გიორგი ბარამიძის - წინააღმდეგ, ამ კითხვაზე პასუხის გაცემას ირაკლი ოქრუაშვილი გენერალურ პროკურატურას ანდობს. “ეს საკითხი გენერალური პროკურორის გადასაწყვეტია”, - აცხადებს თავდაცვის მინისტრი.”

6 დეკემბერს პრესკონფერენცია გამართა საქართველოს მთავრობის ვიცე-პრემიერმა, ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა გიორგი ბარამიძემ, რომლის თქმითაც, “ოქრუაშვილის განცხადებები აბსურდია.” საბოლოოდ, საქართველოს მთავრობის წევრებს შორის წარმოქმნილ კონფლიქტს, ანუ როგორც 7-9 იანვრის გაზეთი “ახალი ვერსია” წერს, “ბრიფინგებით ომს უკრაინიდან ჩამოფრენილმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა დაუსვა წერტილი.”

გაზეთში ვკითხულობთ: “ორი ცელქი მინისტრი პრეზიდენტმა თავის კაბინეტში მედიის წინაშე საჯაროდ შეარიგა. თუმცა შერიგდნენ თუ არა ისინი ნამდვილად, ამაზე ლაპარაკი, ალბათ, ჯერ ადრეა...

“პრესკონფერენციებით ლაპარაკი ნორმალურ ქვეყანაში არ ხდება. ეს ხდებოდა ჩემი წინამორბედის დროს და იმიტომაც დაემხო თავზე ყველაფერი”, - მიაჩნია პრეზიდენტს.

ბოლოს კი მან ბარამიძეს, ოქრუაშვილს და იქვე მყოფ პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას შესთავაზა: “დღეს წავიდეთ, ყველამ ერთად აღვნიშნოთ შობა, ვილოცოთ და დილით, როცა გავიღვიძებთ, ყველამ ვაკეთოთ ჩვენი საქმე.”

ამის შემდეგ ცელქმა ბიჭებმა ერთმანეთს საჯაროდ ხელი ჩამოართვეს და ერთმანეთზე ერთი-ორი ტკბილი სიტყვაც თქვეს.”

გასული კვირის პრესამ გვამცნო, რომ საგაზაფხულო სესიაზე პარლამენტი კონსტიტუციაში კიდევ ერთხელ შეიტანს ცვლილებებს. 6 იანვრის გაზეთ “ხვალინდელი დღის” ინფორმაციით, “პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი პროექტი საკანონმდებლო ორგანოში უკვე შევიდა და მას ექსპერტების პირველი უარყოფითი შეფასებაც მოჰყვა. სამართლის სპეციალისტთა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების აღნიშნული მოდელის განხორციელება საქართველოში, პრაქტიკულად, პრეზიდენტის ერთპიროვნულ მმართველობას დააკანონებს და პოლიტიკურ კონიუნქტურაზე დამოკიდებულს გახდის სასამართლო ხელისუფლებას.”

გაზეთის თქმით, “საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივას უარყოფითი შეფასება გარანტირებული აქვს ვენეციის კომისიისგანაც. ამ ორგანიზაციას საქართველოს მთავრობის შარშანდელი დაპირებაც ახსოვს და ისიც, რომ პირობა არ შესრულებულა.”

“ხვალინდელი დღისთვის” მიცემულ ინტერვიუში საკონსტიტუციო სამართლის ექსპერტი ვახტანგ ხმალაძე ამბობს: “ამ კანონპროექტის მიხედვით რჩება შთაბეჭდილება, რომ ჩვენს პრეზიდენტს უფლებები აკლია და სურვილი აქვს, დაიმატოს. თებერვალში, როცა საკონსტიტუციო ცვლილებები განხორციელდა, პირადად მე და ასევე საკონსტიტუციო სამართლის რამდენიმე ცნობილმა სპეციალისტმა რეფორმა შეაფასა, როგორც მინიმუმ ავტორიტარულ რეჟიმზე გადასვლა. ეს საშიშროება ამჟამად კიდევ უფრო ძლიერდება, რადგან ხელისუფლებას კიდევ ერთი ბერკეტი დაემატება, როცა სასამართლო ხელისუფლებას პრაქტიკულად დაიქვემდებარებს.”

ქვეყანაში არსებულ საერთო პოლიტიკურ ვითარებას ეძღვნება 7-9 იანვრის გაზეთ “ახალი ვერსიის” წერილი, სადაც ნათქვამია, რომ “ხელისუფლების შეცვლიდან ერთი წლის შემდეგ ქვეყანაში სერიოზული ცვლილებები მოხდა”. თუმცა, გაზეთის აზრით, “რეფორმების შედეგები ვისთვის არის სასარგებლო, ჯერჯერობით ძნელი გასარკვევია.”

“ახალი ვერსია” წერს: “ხელფასების ზრდის ფონზე უმუშევართა რაოდენობის ზრდა, პარალელურად კი ცხოვრების გაძვირება, არასაინვესტიციო გარემო, წვრილი და მსხვილი ბიზნესის შეზღუდვა, არ არის გამორიცხული, მასობრივი უკმაყოფილების მიზეზი გახდეს.
ექსპერტები იმასაც ვარაუდობენ, რომ ბოლო დროს გახშირებულმა სახელისუფლებო ინციდენტებმა, მთავრობის წევრებს შორის გაუთავებელმა დაპირისპირებებმა შეიძლება სერიოზულად დააჩქაროს ქვეყანაში სერიოზული ოპოზიციის ჩამოყალიბების პროცესი.
ექსპერტების ერთი ნაწილი არ გამორიცხავს, რომ პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია მალე ოპოზიციის ლიდერად მოგვევლინოს.”

რაც შეეხება ეკონომიკურ პრობლემატიკას, 6-7 იანვრის გაზეთ “ალიას” თქმით, “ვარდების მთავრობა” წლის ეკონომიკური მიღწევებით ნამდვილად ვერ იამაყებს. საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია “ჰერითიჯ ფაუნდეიშნ”, რომელიც მსოფლიოს 161 ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას აფასებს, საქართველოში ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებას აფიქსირებს. ეს ორგანიზაცია აქტიურად თანამშრომლობს “უოლ სტრიტ ჯორნელთან”. მის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები საქართველოსთვის პირდაპირ ანტირეკლამაა.”

წერილში ნათქვამია: “მიუხედავად იმისა, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” და “დემოკრატებმა” პარლამენტში მანდატების 2/3 მოიპოვეს, მათ მნიშვნელოვანი ეკონომიკური რეფორმების გატარება ვერ მოახერხეს. მთავარ პრობლემად კვლავ რჩება კორუფცია და სამუშაო ადგილების შექმნა. გასულ წელთან შედარებით საქართველოს კაპიტალის და უცხოური ინვესტიციების შეფასება ერთი პუნქტით გაუარესდა, ასევე 0,5 პუნქტით გაუარესდა ჩრდილოვანი ბაზრის შეფასებაც... თავისუფლების ინდექსის მაჩვენებელი 2003 წელთან შედარებით 0,15 პუნქტით გაუარესდა.”

როგორც გაზეთი “ალია” აღნიშნავს, “ინვესტორი ნამდვილად მოიხიბლება, როდესაც გაიგებს, რომ საქართველოში მთელი რიგი სექტორები მისთვის ღიაა. მაგრამ აუცილებლად დაფრთხება, როდესაც შეიტყობს, როგორ ხდება საქართველოში ბიზნესის რეგულირება.” გაზეთი გვამცნობს, რომ “ამ შემთხვევაში არასამთავრობო ორგანიზაცია აშშ-ის კომერციის დეპარტამენტის ინფორმაციას ეყრდნობა და აფიქსირებს, რომ საქართველოში ინვესტორები უამრავ წინააღმდეგობას ხვდებიან და ყოველდღიურად ელით იმედგაცრუება.”

წერლის დასასრულს კი ვკითხულობთ: “საინტერესოა, მოსთხოვს თუ არა პასუხს პრემიერ-მინისტრს კიევიდან დაბრუნებული პრეზიდენტი სააკაშვილი, რატომ არის საქართველო ეკონომიკური თავისუფლების მიხედვით 161 ქვეყნიდან მე-100 ადგილზე, მაშინ როდესაც თავად სააკაშვილმა პოლიტიკური კუთხით ყველაფერი გააკეთა, რათა წამყვანი ქვეყნები აელაპარაკებინა, რომ საქართველომ დემოკრატიულობის თვალსაზრისით მსოფლიოს მრავალ ქვეყანას გაუსწრო.”

ახალი წლის პირველ კვირაში საქართველოს პრესამ არაერთი საინტერესო საკითხი გააშუქა. მათ შორის საკმაოდ ბევრი ნამდვილად არ შეესაბამებოდა საახალწლო განწყობას. ასეთია თუნდაც წერილები საქართველოს თავდაცვის სამინისტროში აღმოჩენილი დარღვევებისა თუ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ.
საქართველოს პრესას თამარ ჩიქოვანი და გიორგი კაკაბაძე მიმოიხილავენ.

ახალი წლის პირველი კვირის მთავარი პოლიტიკური სენსაცია თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის ბრიფინგს დაუკავშირდა. 5 იანვრის გაზეთ “ახალი თაობის” თქმით, “პრეზიდენტმა სააკაშვილმა თავდაცვის მინისტრად დანიშნულ ირაკლი ოქრუაშვილს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მისია დააკისრა. ქვეყნის მთლიანობის აღდგენამდე ირაკლი ოქრუაშვილი თავდაცვის სამინისტროში [ასე ვთქვათ] “გამწმენდი” სამუშაოების ჩატარებას აპირებს”.
გაზეთი წერს:

“დღევანდელი მდგომარეობით, ოქრუაშვილს დაჭერის უფლება არ აქვს. ამის მიუხედავად, გუშინ მან რამდენიმე ჩინოსნის დაკავება მოითხოვა. ოქრუაშვილის აზრით, ეს ის ხალხია, ვინც ქართული არმია იმაზე მძიმე დღეში ჩააგდო, ვიდრე რევოლუციამდე იყო.
ეს ყველაფერი კი იმას ნიშნავს, რომ ახალ, 2005 წელს დაჭერების ახალი სეზონი დაიწყება. თავდაცვის მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილის მიერ გუშინ გაკეთებული განცხადება ნამდვილად იძლევა იმის პირობას, რომ რამდენიმე მაღალჩინოსანი გისოსებს მიღმა აღმოჩნდება”.

როგორც 6 იანვრის გაზეთი “24 საათი” გვამცნობს, “ირაკლი ოქრუაშვილმა გენერალურ პროკურატურას თავდაცვის უწყებაში არსებული ფინანსური დარღვევების შესწავლა, ფინანსურ მაქინაციებში ეჭვმიტანილ დამნაშავეთა გამოვლენა და მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეების აღძვრა მოსთხოვა”.
გაზეთი წერს:

“თავდაცვის მინისტრის განცხადებით, საქმე ეხება ყაზარმების მშენებლობასთან დაკავშირებით დაფიქსირებულ დარღვევებს და კორუფციის ფაქტებს, რაშიც თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე პაატა გაფრინდაშვილი, ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის თავმჯდომარე ვასილ მარგალიტაძე, მისი მოადგილე მერაბ ხიდაშელი და დავით თევზაძის მინისტრობის დროინდელი ლოგისტიკის დეპარტამენტის თავმჯდომარე თემურ ლორია მონაწილეობდნენ.
ოქრუაშვილის განმარტებით, სამხედრო ყაზარმებში ჩატარებულ სარემონტო სამუშაოებზე, რეალურად, ნაკლები თანხებია დახარჯული, ოფიციალურ დოკუმენტებში კი “გაბერილი” ციფრებია მითითებული.
აღიძვრება თუ არა სისხლის სამართლის საქმეები თავდაცვის ყოფილი მინისტრების, დავით თევზაძისა და გიორგი ბარამიძის წინააღმდეგ, ამ კითხვაზე პასუხის გაცემას ირაკლი ოქრუაშვილი გენერალურ პროკურატურას ანდობს. “ეს საკითხი გენერალური პროკურორის გადასაწყვეტია”, - აცხადებს თავდაცვის მინისტრი”.

6 დეკემბერს პრეს-კონფერენცია გამართა საქართველოს მთავრობის ვიცე-პრემიერმა, ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა გიორგი ბარამიძემ, რომლის თქმითაც “ოქრუაშვილი განცხადებები აბსურდია”. საბოლოოდ, საქართველოს მთავრობის წევრებს შორის წარმოქმნილ კონფლიქტს ანუ როგორც 7-9 იანვრის გაზეთი “ახალი ვერსია” წერს, “ბრიფინგებით ომს უკრაინიდან ჩამოფრენილმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა დაუსვა წერტილი”.
გაზეთში ვკითხულობთ:

“ორი ცელქი მინისტრი პრეზიდენტმა თავის კაბინეტში მედიის წინაშე საჯაროდ შეარიგა. თუმცა, შერიგდნენ თუ არა ისინი ნამდვილად, ამაზე ლაპარაკი, ალბათ, ჯერ ადრეა...
“პრესკონფერენციებით ლაპარაკი ნორმალურ ქვეყანაში არ ხდება. ეს ხდებოდა ჩემი წინამორბედის დროს და იმიტომაც დაემხო თავზე ყველაფერი”, - მიაჩნია პრეზიდენტს.
ბოლოს კი მან ბარამიძეს, ოქრუაშვილს და იქვე მყოფ პრემიერ-მინიტრ ზურაბ ჟვანიას შესთავაზა: “დღეს წავიდეთ, ყველამ ერთად აღვნიშნოთ შობა, ვილოცოთ და დილით, როცა გავიღვიძებთ, ყველამ ვაკეთოთ ჩვენი საქმე”. [ციტატის დასასრული]
ამის შემდეგ ცელქმა ბიჭებმა ერთმანეთს საჯაროდ ხელი ჩამოართვეს და ერთმანეთზე ერთ-ორი ტკბილი სიტყვაც თქვეს”.

გასული კვირის პრესამ გვამცნო, რომ საგაზაფხულო სესიაზე პარლამენტი კონსტიტუციაში კიდევ ერთხელ შეიტანს ცვლილებებს. 6 იანვრის გაზეთ “ხვალინდელი დღის” ინფორმაციით,

“პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი პროექტი საკანონმდებლო ორგანოში უკვე შევიდა და მას ექსპერტების პირველი უარყოფითი შეფასებაც მოჰყვა. სამართლის სპეციალისტთა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების აღნიშნული მოდელის განხორციელება საქართველოში, პრაქტიკულად, პრეზიდენტის ერთპიროვნულ მმართველობას დააკანონებს და პოლიტიკურ კონიუნქტურაზე დამოკიდებულს გახდის სასამართლო ხელისუფლებას”.

გაზეთის თქმით, “საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივას უარყოფითი შეფასება გარანტირებული აქვს ვენეციის კომისიისგანაც. ამ ორგანიზაციას საქართველოს მთავრობის შარშანდელი დაპირებაც ახსოვს და ისიც, რომ პირობა არ შესრულებულა”.
“ხვალინდელი დღისთვის” მიცემულ ინტერვიუში საკონსტიტუციო სამართლის ექსპერტი ვახტანგ ხმალაძე ამბობს:

“ამ კანონპროექტის მიხედვით რჩება შთაბეჭდილება, რომ ჩვენს პრეზიდენტს უფლებები აკლია და სურვილი აქვს, დაიმატოს. თებერვალში, როცა საკონსტიტუციო ცვლილებები განხორციელდა, პირადად მე და ასევე საკონსტიტუციო სამართლის რამდენიმე ცნობილმა სპეციალისტმა რეფორმა შეაფასა, როგორც მინიმუმ ავტორიტარულ რეჟიმზე გადასვლა. ეს საშიშროება ამჟამად კიდევ უფრო ძლიერდება, რადგან ხელისუფლებას კიდევ ერთი ბერკეტი დაემატება, როცა სასამართლო ხელისუფლებას პრაქტიკულად დაიქვემდებარებს”.

ქვეყანაში არსებულ საერთო პოლიტიკურ ვითარებას ეძღვნება 7-9 იანვრის გაზეთ “ახალი ვერსიის” წერილი, სადაც ნათქვამია, რომ “ხელისუფლების შეცვლიდან ერთი წლის შემდეგ ქვეყანაში სერიოზული ცვლილებები მოხდა”. თუმცა, გაზეთის აზრით, “რეფორმების შედეგები ვისთვის არის სასარგებლო, ჯერჯერობით ძნელი გასარკვევია”.
“ახალი ვერსია” წერს:

“ხელფასების ზრდის ფონზე უმუშევართა რაოდენობის ზრდა, პარალელურად კი ცხოვრების გაძვირება, არასაინვესტიციო გარემო, წვრილი და მხსვილი ბიზნესის შეზღუდვა, არ არის გამორიცხული მასობრივი უკმაყოფილების მიზეზი გახდეს.
ექსპერტები იმასაც ვარაუდობენ, რომ ბოლო დროს გახშირებულმა სახელისუფლებო ინციდენტებმა, მთავრობის წევრებს შორის გაუთავებელმა დაპირისპირებებმა შეიძლება სერიოზულად დააჩქაროს ქვეყანაში სერიოზული ოპოზიციის ჩამოყალიბების პროცესი.
ექსპერტების ერთი ნაწილი არ გამორიცხავს, რომ პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია მალე ოპოზიციის ლიდერად მოგვევლინოს”.

რაც შეეხება ეკონომიკურ პრობლემატიკას. 6-7 იანვრის გაზეთ “ალიას” თქმით, “ვარდების მთავრობა” წლის ეკონომიკური მიღწევებით ნამდვილად ვერ იამაყებს. საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია “ჰერითიჯ ფაუნდეიშნ”, რომელიც მსოფლიოს 161 ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას აფასებს, საქართველოში ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებას აფიქსირებს. ეს ორგანიზაცია აქტიურად თანამშრომლობს “უოლ სტრიტ ჯორნელთან”. მის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები საქართველოსთვის პირდაპირ ანტირეკლამაა”.
წერილში ნათქვამია:

“მიუხედავად იმისა, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” და “დემოკრატებმა” პარლამენტში მანდატების 2/3 მოიპოვეს, მათ მნიშვნელოვანი ეკონომიკური რეფორმების გატარება ვერ მოახერხეს. მთავარ პრობლემად კვლავ რჩება კორუფცია და სამუშაო ადგილების შექმნა. გასულ წელთან შედარებით საქართველოს კაპიტალის და უცხოური ინვესტიციების შეფასება ერთი პუნქტით გაუარესდა, ასევე 0,5 პუნქტით გაუარესდა ჩრდილოვანი ბაზრის შეფასებაც... თავისუფლების ინდექსის მაჩვენებელი 2003 წელთან შედარებით 0,15 პუნქტით გაუარესდა”.

როგორც გაზეთი “ალია” აღნიშნავს, “ინვესტორი ნამდვილად მოიხიბლება, როდესაც გაიგებს, რომ საქართველოში მთელი რიგი სექტორები მისთვის ღიაა. მაგრამ აუცილებლად დაფრთხება, როდესაც შეიტყობს, როგორ ხდება საქართველოში ბიზნესის რეგულირება”. გაზეთი გვამცნობს, რომ “ამ შემთხვევაში არასამთავრობო ორგანიზაცია აშშ-ის კომერციის დეპარტამენტის ინფორმაციას ეყრდნობა და აფოქსირებს, რომ საქართველოში ინვესტორები უამრავ წინააღმდეგობას ხვდებიან და ყოველდღიურად ელით იმედგაცრუება”.
წერლის დასასრულს კი ვკითხულობთ:

“საინტერესოა, მოსთხოვს თუ არა პასუხს პრემიერ-მინისტრს კიევიდან დაბრუნებული პრეზიდენტი სააკაშვილი, რატომ არის საქართველო ეკონომიკური თავისუფლების მიხედვით 161 ქვეყნიდან მე-100 ადგილზე. მაშინ, როდესაც თავად სააკაშვილმა პოლიტიკური კუთხით ყველაფერი გააკეთა, რათა წამყვანი ქვეყნები აელაპარაკებინა, რომ საქართველომ დემოკრატიულობის თვალსაზრისით მსოფლიოს მრავალ ქვეყანას გაუსწრო”.

XS
SM
MD
LG