Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინდონეზიის საგარეო საქმეთა მინისტრი ამ


ინდონეზიის საგარეო საქმეთა მინისტრი ამ ქვეყნის საგარეო ვალების კიდევ უფრო შემსუბუქების თხოვნით გამოდის.

ინდონეზიის საგარეო საქმეთა მინისტრი ამ ქვეყნის საგარეო ვალების კიდევ უფრო შემსუბუქების თხოვნით გამოდის.
ჰასან ვირაიუდამ ეს განცხადება ლონდონში გააკეთა, სადაც ის დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ტონი ბლერს შეხვდა. ინდონეზიის საგარეო საქმეთა მინისტრს არ დაუზუსტებია ვალების რამდენით შემსუბუქება სურს მის მთავრობას. ორშაბათს ჯაკარტაში მყოფმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოშკა ფიშერმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა აპირებს გაუყინოს ვალი ყველა იმ ქვეყანას, რომელიც ცუნამის შედეგად დაზარალდა. 10 იანვარს გავრცელდა ცნობა, რომ მალდივის სულ ცოტა 9 კუნძულზე მოსახლეობა აღარ დარჩა.
XS
SM
MD
LG