Accessibility links

logo-print

მსოფლიო თანამეგობრობა იმედს გამოთქვამს, რომ


მსოფლიო თანამეგობრობა იმედს გამოთქვამს, რომ პალესტინელთა ავტონომიის

მსოფლიო თანამეგობრობა იმედს გამოთქვამს, რომ პალესტინელთა ავტონომიის
საპრეზიდენტო არჩევნებში მაჰმუდ აბასის გამარჯვება მნიშვნელოვან ნაბიჯად იქცევა ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამკვიდრებისკენ. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა გამარჯვება მიულოცა აბასს და იგი ვაშინგტონში მიიწვია. პალესტინელთა ავტონომიის ყოფილ ლიდერთან, იასირ არაფატთან შეხვედრაზე ბუში კატეგორიულ უარს აცხადებდა. ევროკომისიის პრეზიდენტმა ჯოზე მანუელ ბაროზუმ განაცხადა, რომ პრეზიდენტად მაჰმუდ აბასის არჩევით გადაიდგა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი პალესტინის სიცოცხლისუნარიანი და დემოკრატიული სახელმწიფოს შექმნისკენ. გუშინდელი არჩევნების საბოლოო შედეგები პალესტინის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს გამოაქვეყნა: მაჰმუდ აბასმა ხმების 62,3 პროცენტი მიიღო, ხოლო მისმა უახლოესმა მეტოქემ – მუსტაფა ბარღუთიმ – 19,8 პროცენტი. ამომრჩეველთა აქტივობამ 70 პროცენტი შეადგინა. ისრაელის პრემიერ-მინისტრი არიელ შარონი აცხადებს, რომ მაჰმუდ აბასმა, უპირველეს ყოვლისა, უნდა აღკვეთოს პალესტინელთა შეიარაღებული თავდასხმები ისრაელის მოქალაქეებსა და ობიექტებზე.
XS
SM
MD
LG