Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა და საქართველომ ხელი მოაწერეს


რუსეთმა და საქართველომ ხელი მოაწერეს მემორანდუმს ფოთის პორტსა და რუსეთის

რუსეთმა და საქართველომ ხელი მოაწერეს მემორანდუმს ფოთის პორტსა და რუსეთის
ნავსადგურ კავკაზს შორის სარკინიგზო-საბორნე მიმოსვლის დაწყების თაობაზე. შესაბამისი დოკუმენტი დღეს თბილისში გააფორმეს რუსეთის ტრანსპორტის მინისტრმა იგორ ლევიტინმა და საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ალექსი ალექსიშვილმა. ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანია, რომელმაც განაცხადა, რომ აღნიშნული გზით ტვირთის გადაზიდვა ორ კვირაში დაიწყება. [ზურაბ ჟვანიას ხმა] "ეს, პრაქტიკულად, სრულიად ახალი მაგისტრალია, რომელიც ერთმანეთთან დააკავშირებს საქართველოსა და რუსეთს. და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს შექმნის ძალიან დადებით ტენდენციას ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთკავშირის განვითარების საქმეში." ზურაბ ჟვანიას თქმით, ახალი მარშრუტი გადამზიდავებს მოუხსნის პრობლემებს, რომლებსაც ისინი ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე აწყდებიან, და რომლებიც აფერხებს პარტნიორ ქვეყნებს შორის საქმიან ურთიერთობას.
XS
SM
MD
LG