Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა არიელ შარონმა მაჰმუდ


ისრაელის პრემიერ-მინისტრმა არიელ შარონმა მაჰმუდ აბასს დაურეკა და მიულოცა პალესტინელების საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა არიელ შარონმა მაჰმუდ აბასს დაურეკა და მიულოცა პალესტინელების საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება.
ამის შესახებ პალესტინელმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს. მანამდე შარონმა გამოთქვა აბასთან შეხვედრისა და, უწინარეს ყოვლისა, უშიშროების საკითხების განხილვის სურვილი. დღესვე გავრცელდა ცნობა, რომ, სავარაუდოდ, პალესტინელმა ექსტრემისტებმა, რაკეტები და ჭურვები დაუშინეს ებრაულ დასახლებას ღაზის სექტორში და ისრაელის სასაზღვრო ქალაქ სდეროტს. იერიშის პასუხისმგებლობა ჯერ არავის უკისრია. პალესტინელების პრეზიდენტის არჩევნებს, კვირას, ბევრმა ექსტრემისტმა გამოუცხადა ბოიკოტი და განაცხადა, რომ არ შეწყვეტს ისრაელის წინააღმდეგ მიმართულ იერიშებს.
XS
SM
MD
LG