Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის პრემიერ-მინისტრ იად ალავის შეფასებით


ერაყის პრემიერ-მინისტრ იად ალავის შეფასებით, ერაყის ზოგი რეგიონი შესაძლოა მეტისმეტად სახიფათო იყოს

ერაყის პრემიერ-მინისტრ იად ალავის შეფასებით, ერაყის ზოგი რეგიონი შესაძლოა მეტისმეტად სახიფათო იყოს
30 იანვრის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად. ალავიმ აღნიშნა ასევე, რომ მთავრობა გაიღებს 2 მილიარდ 200-ს მილიონამდე დოლარს ერაყში უშიშროების ზომების გასაუმჯობესებლად, ჯარისკაცების რიცხვის გასაზრდელად და უკეთესი აღჭურვილობის შესაძენად. ამასობაში, ერაყში ამერიკელმა სამხედროებმა გაავრცელეს ცნობა, რომ დღეს 6 პოლიციელი დაიღუპა ტიკრიტში პოლიციის შტაბ-ბინასთან ბომბის აფეთქების შედეგად. დღესვე სულ მცირე 7 ადამიანი დაიღუპა ბაღდადის სამხრეთით, მინიავტობუსზე მეამბოხეების თავდასხმისას.
XS
SM
MD
LG