Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინდონეზიაში არმიამ შეზღუდვები დაუწესა ცუნამით


ინდონეზიაში არმიამ შეზღუდვები დაუწესა ცუნამით დაზარალებულების დასახმარებლად ჩასულ

ინდონეზიაში არმიამ შეზღუდვები დაუწესა ცუნამით დაზარალებულების დასახმარებლად ჩასულ
ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს. შეზღუდვა ვრცელდება პროვინცია აჩეზე. იქ, არმიის განმარტებით, სეპარატისტი მეამბოხეების გამო, უსაფრთხოება არ არის უზრუნველყოფილი. ახალი ზომის მიხედვით, ინდონეზიის სამხედრო პერსონალი უნდა ახლდეს ჰუმანიტარული ორგანიზაციების ნებისმიერ მუშაკს, თუ ის პროვინციის დედაქალაქ ბანდა აჩედან გაემგზავრება. ამასობაში, გაერომ გაავრცელა ცნობა, რომ ცუნამით დაზარალებულ 12 ქვეყანაში, სავარაუდოდ, 2 მილიონამდე ადამიანს სჭირდება საკვებით მომარაგება.
ჟენევაში სამხრეთი აზიის სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული რეგიონებისთვის დახმარების გაწევის კონფერენცია მიმდინარეობს. მასში მსოფლიოს 250 სამთავრობო და ჰუმანიტარული ორგანიზაცია მონაწილეობს.
XS
SM
MD
LG