Accessibility links

აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში ხელახალი საპრეზიდენტო


აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში ხელახალი საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა.

აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში ხელახალი საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა.
საარჩევნო უბნების დახურვამდე ერთი საათით ადრე აფხაზი სეპარატისტების წარმომადგენლები იუწყებოდნენ, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა ჰქონდა მიღებული ამომრჩევლების (121 000-მდე ადამიანის) 50 პროცენტზე მეტს. ეს ნიშნავს, რომ, სეპარატისტების ცენტრალური საარჩევნო კომისიის შეფასებით, არჩევნები შედგა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ბატალ ტაბაღუა კატეგორიულად უარყოფს პრეზიდენტობის კანდიდატ იაკუბ ლაკობას ბრალდებას იმის თაობაზე, რომ კომისიამ, ხელისუფლების დავალებით, განზრახ შეამცირა ამომრჩეველთა რაოდენობა. თუმცა, ხმის მისაცემად მისულმა ბევრმა ამომრჩეველმა საარჩევნო სიაში საკუთარი თავი ვერ აღმოაჩინა, მათ შორის ვერც პრემიერ-მინისტრმა ნოდარ ხაშბამ, რომელიც მოგვიანებით დამატებით სიაში შეიყვანეს. ტაბაღუას ინფორმაციით, არჩევნებს მეთვალყურეობას უწევდა 25-ზე მეტი სტუმარი, მათ შორის რუსეთის სახელმწიფო დუმის ვიცე-სპიკერი სერგეი ბაბურინი, დუმის დეპუტატები და ყუბანელ კაზაკთა წარმომადგენლები. აფხაზეთის ხელახალ საპრეზიდენტო არჩევნებში პრეზიდენტობისთვის იბრძვიან "ჩერნომორეგნერგოს" გენერალური დირექტორი სერგეი ბაღაფში და სახალხო პარტიის თავმჯდომარე იაკუბ ლაკობა.
XS
SM
MD
LG