Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს დილიდან, მდინარე ენგურის გასწვრივ


დღეს დილიდან, მდინარე ენგურის გასწვრივ, სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან მდებარე

დღეს დილიდან, მდინარე ენგურის გასწვრივ, სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან მდებარე
ქართულ სოფლებში განთავსებულ იქნა პოლიციელთა დამატებითი ძალები. ამის მიზეზი გახდა გუშინ მომხდარი ინციდენტი, როცა შეიარაღებულმა აფხაზებმა ზუგდიდის რაიონიდან რამდენიმე ადამიანი მოიტაცეს, ხოლო გალის რაიონის სოფელ მეორე ოტობაიაში სამგზავრო ავტობუსში მყოფი ქართველი მამაკაცები დაატყვევეს. სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში პრეზიდენტის რწმუნებულის გიგი უგულავას განცხადებით, აფხაზთა მსგავს გამოხდომებს შესაბამისი პასუხი უნდა გაეცეს და თითოეულ პოლიციელს მიღებული აქვს დამნაშავეთა ადგილზე ლიკვიდაციის ბრძანება. ამ დროისთვის აფხაზურმა მხარემ მძევლად აყვანილი 12 ქართველიდან ცხრა გაათავისუფლა. ორი მათგანი ზუგდიდის რაიონის სოფელ განმუხურის მკვიდრია, დანარჩენები კი გალის რაიონის სოფელ მეორე ოტობაიაში გუშინ შეიარაღებული აფხაზების მიერ გაჩერებული ავტობუსის მგზავრები არიან. ინტერპრესის სააგენტოს ცნობით, ერთ-ერთ გათავისუფლებულ ქართველს, რომელიც თელავის "კომანდოსის" ბატალიონში მსახურობდა, გამტაცებლებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. დანარჩენები არ უცემიათ.
XS
SM
MD
LG