Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და


საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა
მოინახულეს რეზერვისტთა ბანაკი სოფელ ძევერაში, ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონის სიახლოვეს. თავის სიტყვაში პრეზიდენტმა რეზერვისტებს "გმირები" უწოდა. "ძლიერი არმია ძლიერი და ერთიანი საქართველოს ჩამოყალიბების ერთ-ერთი წინაპირობაა. ძლიერი საქართველო კი საუკეთესო პარტნიორი იქნება ყველა მეზობლისთვისო" - განაცხადა სააკაშვილმა. პრეზიდენტის თაოსნობით, ყველა რეზერვისტს, წვრთნის გავლის დამადასტურებელ დიპლომთან ერთად, ეროვნული დროშა და პეიჯერი გადაეცა. ეს უკანასკნელი საჭიროების შემთხვევაში რეზერვისტების დროულად მობილიზებას გააიოლებს. საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, წლეულს წვრთნას 20 ათასი რეზერვისტი გაივლის.
XS
SM
MD
LG