Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარიზის კლუბში შემავალი დონორი ქვეყნები


პარიზის კლუბში შემავალი დონორი ქვეყნები თანახმა არიან, ვალის დაბრუნების დროებით შეჩერება შესათავაზონ

პარიზის კლუბში შემავალი დონორი ქვეყნები თანახმა არიან, ვალის დაბრუნების დროებით შეჩერება შესათავაზონ
ინდოეთის ოკეანეში ცუნამით დაზარალებულ ქვეყნებს. როგორც პარიზის კლუბის პრეზიდენტმა ჟან პიერ ჟოიემ აღნიშნა, მორატორიუმი ვალების დაბრუნებაზე დაუყოვნებლივ შედის ძალაში და ამ მორატორიუმით სარგებლობის საშუალება აქვს ცუნამით დაზარალებული ქვეყნებიდან ყველას, ვინც ამის სურვილს გამოთქვამს. ჟოიეს თქმით, მორატორიუმი ძალაში რჩება ერთ წლამდე ვადით და დამოკიდებულია შეფასებაზე, რომელსაც საერთაშორისო სავალუტო ფონდი გააკეთებს. ინდოეთის ოკეანეში 26 დეკემბერს წყალქვეშა მიწისძვრით გამოწვეულმა ცუნამიმ 10-ზე მეტ ქვეყანაში სულ მცირე 156 000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
XS
SM
MD
LG