Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა დაამთავრა ერაყში მასობრივი განადგურების


აშშ-მა დაამთავრა ერაყში მასობრივი განადგურების იარაღის ძიება ისე, რომ ვერ იპოვა ამ ტიპის იარაღი.

აშშ-მა დაამთავრა ერაყში მასობრივი განადგურების იარაღის ძიება ისე, რომ ვერ იპოვა ამ ტიპის იარაღი.
ვაშინგტონში თეთრი სახლის პრეს-მდივანმა სკოტ მაკკლელანმა დღევანდელ გამოსვლაში აღნიშნა, რომ “სადამ ჰუსეინი მისდევდა აგრესიულ სტრატეგიას გაეროს პროგრამის ნავთობი-სურსათისათვის წინააღმდეგ და გაეროს სანქციების წინააღმდეგ" და "აპირებდა მასობრივი განადგურების იარაღის შექმნაზე მუშაობის განახლებას, ამ სანქციების გაუქმების შემდეგ”. ერაყში ომის აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში იქ აკრძალული იარაღის არსებობით ასაბუთებდა. ამ თვის ბოლოს კი ერაყში საყოველთაო არჩევნები გაიმართება. პრეს-მდივანმა მაკკლელანმა აღიარა, რომ არჩევნებს პრობლემები უკავშირდება, მაგრამ, მისივე თქმით, იღებენ ზომებს, არჩევნების შეძლებისდაგვარად კარგ პირობებში ჩასატარებლად.
XS
SM
MD
LG