Accessibility links

logo-print

ევროპის რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენლებმა დღეს


ევროპის რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენლებმა დღეს შეშფოთება გამოთქვეს ბელორუსიაში შექმნილი ვითარების გამო.

ევროპის რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენლებმა დღეს შეშფოთება გამოთქვეს ბელორუსიაში შექმნილი ვითარების გამო.
პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკას ხელისუფლებას სიტყვის თავისუფლებისა და ალტერნატიული პოლიტიკური შეხედულებების გამოთქმის შეზღუდვაში ადანაშაულებენ. ბელორუსიაში შექმნილ ვითარებას საუბარი შეეხო ვარშავაში პოლონეთის, უნგრეთის, ჩეხეთის რესპუბლიკის, სლოვაკეთის, სლოვენიისა და ავსტრიის საგარეო უწყებების ხელმძღვანელების - მინისტრებისა და მინისტრის მოადგილეების შეხვედრაზე. როგორც პოლონელმა მინისტრმა ადამ როტფელდმა აღნიშნა, ბელორუსიის, როგორც ეუთოს წევრის მიერ ნაკისრი ვალდებულებებისა, ნორმებისა და პრინციპების დარღვევა მიუღებელია. დღესვე ევროკავშირმა დაგმო ბელორუსიაში, ქურდობის ბრალდებით, ცნობილ ოპოზიციონერ მიხაილ მარინიჩის დაპატიმრება.
XS
SM
MD
LG