Accessibility links

logo-print

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატების ჯგუფმა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატების ჯგუფმა
ვიცე-სპიკერ ბაბურინის ხელმძღვანელობით "ქართული ვიზების გარეშე და საქართველოს ხელისუფლებასთან შეუთანხმებლად უკანონოდ გადაკვეთა სახელმწიფო საზღვარი და ჩავიდა აფხაზეთში, საქართველო. ისინი უხეშად ჩაერივნენ თვითგამოცხადებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში, სეპარატისტული რეჟიმის მხარდასაჭერად გააკეთეს სრულიად ერთმნიშვნელოვანი მოწოდებები აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების თაობაზე". საქართველოს საგარეო უწყება გამოთქვამს უკმაყოფილებას რუსეთის სამშვიდობო ძალების უმოქმედობის გამო, რამაც ხელი შეუწყო აფხაზი კრიმინალების მიერ ქართველ მოსახლეობაზე თავდასხმას და რამდენიმე მშვიდობიანი მოსახლის გატაცებას. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის მხარისგან კატეგორიულად მოითხოვს აფხაზეთში დესტრუქციულ ქმედებათა დაუყოვნებლივ აღკვეთას. საერთაშორისო საზოგადოებრიობისგან კი "რუსეთის მხარის მიერ საქართველოს სუვერენული უფლებების შელახვისა და მის საშინაო საქმეებში ჩარევის სათანადოდ შეფასებას".
XS
SM
MD
LG