Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

13 იანვარს, დილით აფხაზეთის თვითგამოცხადებული


13 იანვარს, დილით აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ

13 იანვარს, დილით აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ
ჟურნალისტებს 12 იანვრის არჩევნების წინასწარი შედეგები გააცნო. თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ოფიციალური ინტერნეტ-გვერდი "აფხაზია-ინფო" საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ბატალ ტაბაღუაზე დაყრდნობით, იტყობინება, რომ ძირითად და დამატებით სიებში შეყვანილი იყო 129 298 ადამიანი, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 75 691-მა ადამიანმა, რაც რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 58,5 პროცენტს შეადგენს. ამათგან სერგეი ბაღაფშს ხმა მისცა 68 ათასზე მეტმა ადამიანმა, რამაც მონაწილე ამომრჩეველთა 90 პროცენტზე მეტი შეადგინა, იაკუბ ლაკობას კი 3 400-ზე მეტმა ამომრჩეველმა, რამაც 4,5 პროცენტი შეადგინა. ბატალ ტაბაღუას განცხადებით, თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ისეთი საჩივარი, რომელიც არჩევნების შედეგებზე მოახდენდა გავლენას, არ შესულა.
XS
SM
MD
LG