Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის პრემიერ-მინისტრი არიელ შარონი ქვეყნის


ისრაელის პრემიერ-მინისტრი არიელ შარონი ქვეყნის მთავრობის ყველა წევრს პალესტინის ხელისუფლებასთან

ისრაელის პრემიერ-მინისტრი არიელ შარონი ქვეყნის მთავრობის ყველა წევრს პალესტინის ხელისუფლებასთან
ურთიერთობის შეწყვეტისკენ მოუწოდა მანამდე, სანამ პალესტინის ახალი ხელისუფლება პალესტინელი მეამბოხეების გაკონტროლებას არ შეძლებს. შარონის განცხადება მოჰყვა 13 იანვრის ღამის შემთხვევას, როცა პალესტინელმა თავდამსხმელებმა ისრაელისა და ღაზის სექტორს შორის არსებულ სასაზღვრო პუნქტზე ექვსი ისრაელი მოქალაქე მოკლეს. შეტაკებისას დაიღუპა აგრეთვე სამი თავდამსხმელი. არიელ შარონის წარმომადგენელი ასაფ შარივი აცხადებს, რომ პალესტინის ახალ ლიდერ მაჰმუდ აბასთან შეხვედრა არ შედგება მანამდე, სანამ ის რეალურად არ შეეცდება ტერორის აღკვეთას. შეგახსენებთ, რომ გასული კვირის საპრეზიდენტო არჩევნებში მაჰმუდ აბასის გამარჯვებამ ბევრს გაუღვივა იმედი, რომ ისრაელსა და პალესტინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებათა განახლება შესაძლებელი გახდებოდა. მაჰმუდ აბასმა დაგმო თავდასხმა, რომელზე პასუხისმგებლადაც თავი პალესტინის სამმა შეიარაღებულმა რადიკალურმა დაჯგუფებამ გამოაცხადა.
XS
SM
MD
LG