Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"კმაყოფილი ვარ იმით, რომ 2005


"კმაყოფილი ვარ იმით, რომ 2005 წლის 12 იანვარს შედგა აფხაზეთის რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნები,

"კმაყოფილი ვარ იმით, რომ 2005 წლის 12 იანვარს შედგა აფხაზეთის რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნები,
რომლის წყალობითაც შესაძლებელი გახდა პოლიტიკური კრიზისის დასრულება. აფხაზეთის რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დღეს გამოქვეყნებული არჩევნების ოფიციალური შედეგების თანახმად, ქვეყნის ახალ პრეზიდენტად არჩეულია სერგეი ბაღაფში", - ეს გახლდათ ნაწყვეტი აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტ ვლადისლავ არძინბას 14 იანვრის განცხადებიდან. მან სერგეი ბაღაფშსა და რაულ ხაჯიმბას არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მიულოცა და გამოთქვა იმედი, რომ ბაღაფშისა და ხაჯიმბას ერთიანი გუნდი ეფექტიანად გადაჭრის აფხაზეთის წინაშე მდგარ პრობლემებს. სერგეი ბაღაფშმა სააგენტო აფსნი-პრესს განუცხადა, რომ ვლადისლავ არძინბამ ტელეფონით დაურეკა და მიულოცა მას პრეზიდენტად არჩევა. აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისიის 14 იანვრის ოქმის თანახმად ჩატარებულ არჩევნებში ხმების 91,54 პროცენტით სერგეი ბაღაფშმა გაიმარჯვა.
XS
SM
MD
LG