Accessibility links

logo-print

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი ივანოვმა


რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი ივანოვმა ნიუ იორკში ყოფნისას საგარეო ურთიერთობათა საბჭოს

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი ივანოვმა ნიუ იორკში ყოფნისას საგარეო ურთიერთობათა საბჭოს
განუცხადა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ზოგიერთი ქმედება საფრთხეს უქმნის რუსეთს. ივანოვის განცხადებით, საფრთხეს ქმნის ნატოს გაფართოება აღმოსავლეთით და აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნებში ამერიკული რაკეტების განლაგება. ივანოვმა აღნიშნა ისიც, რომ მოსკოვი შეშფოთებულია ამერიკელ სამხედროთა ყოფნით მის მეზობელ ქვეყნებში და კერძოდ საქართველოში. რუსეთის თავდაცვის მინისტროს განცხადებით, რუსეთი არ არის წინააღმდეგი, რომ ამერიკელმა სამხედროებმა ქართველი სამხედროები საქართველოს გარეთ მაომზადოს სამშვიდობო მისიებისთვის, მაგრამ ივანოვის თქმით, რუსეთს არ სურს ახალგაწვრთნილი ქართველი სამხედროები საქართველოში "მხოლოდ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არსებულ შიდა კონფლიქტებში მონაწილეობისთვის დაბრუნდნენ".
XS
SM
MD
LG