Accessibility links

logo-print

საბრეძნეთისა და მაკედონიის წარმომადგენლები გაეროს


საბრეძნეთისა და მაკედონიის წარმომადგენლები გაეროს შუამავლობით ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკის

საბრეძნეთისა და მაკედონიის წარმომადგენლები გაეროს შუამავლობით ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკის
სახელწოდებაზე არსებული უთანხმოების გადაჭრას ცდილობენ. შუამავალმა გაეროს მხრიდან მეთიუ ნიმიცმა ჟურნალისტებს მხოლოდ ის განუცხადა, რომ ბერძენ და მაკედონიელ დიპლომატებს შორის საუბარი კარგად მიმდინარეობს. გაეროში საბერძნეთის ელჩის ადამანტიოს ვასილაკისა და შეერთებულ შტატებში მაკედონიის ელჩის ნიკოლა დიმიტროვის შეხვედრა მეორე შეხვედრაა მხარეებს შორის მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა გასული წლის ნოემბერში გადაწყვიტა მაკედონია მის მიერვე არჩეული სახელწოდებით "მაკედონიის რესპუბლიკის" სახელით ეცნო. საბერძნეთის ხელისუფლებამ კი უარი თქვა მაკედონიის ამ სახელით ცნობაზე, რადგან მიაჩნია, რომ ეს ძალაუნებურად საბერძნეთის ჩრდილოეთი პროვინცია მაკედონიის ტერიტორიულ პრეტენზიებს უმყარებს საფუძველს. გაეროცა და ევროკავშირიც ყოფილი იუგოსლავიის ნაწილს მოიხსენიებენ, როგორც "ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიას".
XS
SM
MD
LG