Accessibility links

logo-print

პალესტინელთა თვითმმართვლეობის ტერიტორიაზე ქალაქ რამალაში


პალესტინელთა თვითმმართვლეობის ტერიტორიაზე ქალაქ რამალაში პალესტინელთა ავტონომიის ახალი პრეზიდენტის

პალესტინელთა თვითმმართვლეობის ტერიტორიაზე ქალაქ რამალაში პალესტინელთა ავტონომიის ახალი პრეზიდენტის
მაჰმუდ აბასის ინაუგურაცია გაიმართა. მან ფიცი პარლამენტში გამართულ ცერემონიაზე დადო. აბასმა ისრაელს შესთავაზა ზავზე შეთანხმება და მოლაპარაკების განახლება. მან თავის გამოსვლაში დაგმო ხუთშაბათის ტერორისტული აქტი, რასაც ექვსი ისრაელი შეეწირა და ასევე ისრაელის მკაცრი მოპყობა პალესტინელთა მიმართ. (აბასის ხმა) “ბოლო დღეებში რამდენიმე ინციდენტი მოხდა. ჩვენ ვგმობთ ისრაელის ხელისუფლებს და პალესტინელთა ზოგიერთი ფრაქციის ქმედებას. ეს არ მოიტანს წესრიგს და სიმშვიდეს, რაც სამშვიდობო პროცესისთვის საჭიროა. უნდა მივაღწიოთ ორმხრივი ცეცხლის შეწყვეტას, რათა ეს წრე გავარღვიოთ”. ამ ტერაქტის შემდეგ ისრაელის პრემიერმა შარონმა გამოაცხადა, რომ აბასთან კონტაქტს წყვეტს. ისრაელის თანახმად, აბასმა ამ გამოსვლაში საკმარისად ცხადად არ დაგმო ტერორიზმი და ამით ისრაელი იმედგაცრუებულია.
პალესტინელთა განცხადებით, აბასი ორშბათს ხვდება “ჰამასის” და “ისლამური ჯიჰადის” წევრებს, რათა მათთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიოს. დღეს ისრაელის არმიამ 8 პალესტინელი დახოცა. ისრალი ბიჭი და ქალი დაიჭრა ორი თავდასხმის დროს.
XS
SM
MD
LG