Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში გაათავისუფლეს 80-მდე ადგილობრივი მცხოვრები


ავღანეთში გაათავისუფლეს 80-მდე ადგილობრივი მცხოვრები,

ავღანეთში გაათავისუფლეს 80-მდე ადგილობრივი მცხოვრები,
რომელთაც - ტერორისტულ საქმიანობაში მონაწილეობის ეჭვით - ბაღრამში, აშშ-ის სამხედრო ბაზაზე აკავებდნენ. ამის შესახებ გამოაცხადა ავღანეთის უზენაესი სასამართლოს წარმომადგენელმა. გათავისუფლებულები სწორედ უზენაეს სასამართლოში გადაიყვანეს. ავღანეთში ჩატარებული ოპერაციის შედეგად შეერთებული შტატების მეთაურობით მოქმედმა კოალიციამ დააკავა რამდენიმე ათასი ადამიანი, რომლებიც - როგორც ამტკიცებენ - "თალიბანისა" და "ალ-ყაიდის" მხარდამხარ იბრძოდნენ კოალიციის ჯარების წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG