Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაციის აღმასრულებელმა კომიტეტმა


პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაციის აღმასრულებელმა კომიტეტმა

პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაციის აღმასრულებელმა კომიტეტმა
მოწოდებით მიმართა ექსტრემისტებს, შეწყვიტონ თავდასხმები ისრაელის მოქალაქეებზე. მიმართვაში აღნიშნულია, რომ თავდასხმები, უწინარეს ყოვლისა, თავად პალესტინელებს ვნებს, რადგან ისინი ისრაელს მკაცრი საპასუხო ქმედებებისკენ უბიძგებს. დღესვე ისრაელის პრემიერ-მინისტრმა არიელ შარონმა თავისი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს ნება დართო, ღაზის სექტორში ნებისმიერი სახის ოპერაციები ჩაატაროს პალესტინელი ექსტრემისტების წინააღმდეგ. შარონის თქმით, პალესტინელთა ავტონომიის ხელისუფლებას "თითი არ გაუნძრევია", რათა ხელი შეეშალა "ჰამასისა" და "ისლამური ჯიჰადის" ტერორისტული საქმიანობისთვის. პასუხად პალესტინელთა ავტონომიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნაბილ შაათმა განაცხადა: [ნაბილ შაათის ხმა] "მესმის, რომ პალესტინელთა ავტონომიის ხელისუფლება პასუხისმგებელია კანონიერებისა და წესრიგის დამყარებისთვის. მაგრამ ჩვენს წინაშე არსებული პრობლემები გაცილებით სერიოზულია, ვიდრე, უბრალოდ, საერთაშორისო თუ სხვა კანონების დაცვა. ეს პრობლემები უკავშირდება ხანგრძლივ ოკუპაციას და დაპირისპირებას საოკუპაციო ძალებსა და პალესტინელ ხალხს შორის, დაპირისპირებას, რომელიც მეტისმეტად გაღრმავდა."
XS
SM
MD
LG